უაღრესად ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა - ნესტან კირთაძემ ვიზიტს, რომელიც პარიზში 14-20 ნოემბერს განახორციელა.
15-16 ნოემბერს იგი მონაწილეობდ აპარიზში ევროპის განვითარებისა და თანამშრომლობის შტაბ-ბინაში გამართულ სოციალისტურ ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული მიმართულების სახელმწიფოთა მეთაურები, მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები.
კონგრესის ფარგლებში შედგა ორმხრივი მოლაპარაკებები და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის შემდგომ ურთიერთობებს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან და პარტიებთან, მათ შორის ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის დეპუტატებთან, რომლებიც უახლოეს მომავალში ამზადებენ საგანგებო მოსმენას საქართველოს საკითხის შესახებ.
იმის მიუხედავად, რომ უკვე შედგა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლმანეტის წინაშე, ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქცია დაინტერესებულია ზუსტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოშო არსბეული რეალური ვითარების შესახებ, მათ შორის: ადამიანის უფლებების, მედია თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის და სახელმწიფოებრივი ერთიანობის შესახებ, სადაც მომხსენებლად სავარაუდოდ ნესტან კირთაძეს მიიწვევენ.
საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ თავის შტაბ- ბინაში მიღება მოუწყო სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომის მონაწილე ლიდერებს, რომელიც საქართველოს ლეიბორისტული პარტიისათვის წარმოადგენდა ახალ შესაძლბელობას ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობისათვის, მათ შორის, საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერებთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი ლეიბორისტების საერთაშორისო სტრუქტურებში შემდგომი ჩართულობის და საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და მხარდაჭერისათვის.
ვიზიტის ფარგლებში შედგა ნესტან კირთაძის შეხვედრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის, ასევე სამხ. კავკასიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა ღია და დეტალური საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეები და რომლის შესახებაც ინფორმაციას უნდა ფრლობდნენ ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა.