შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. იტყობინება სააგენტოზე დაყრდნობით ტელეარხი Sky News.
CIA-ს დირექტორის, უილიამ ბერნსის თქმით, 24 თებერვლიდან უკრაინაში 2000-დან 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
უილიამ ბერნსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა უკრაინაში მძიმე იქნება, რადგან რუსეთი აგრძელებს "სასტიკ და არაპროვოცირებულ" შეჭრას.
უკრაინის გენშტაბისა და უცხო ქვეყნების სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში იმაზე მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე ამას ოფიციალურად აღიარებს.
რუსეთმა მხოლოდ 498 დაღუპული სამხედროს შესახებ იტყობინება, რაც გაცილებით დაბალია აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს მიერ შეფასებულ რიცხვზე.
იმავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი 12 000-ს აღემატება.