უკრაინაში, ომის მე-12 დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 12 ათასს აღემატება. ინფორმაციას უკრაინის შეიარღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მტერმა საერთო ჯამში დაკარგა:
პირადი შემადგენლობა - 12 ათასზე მეტი ადამიანი;
ტანკი - 303 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1036 ერთეული;
საარტილერიო სისტემა - 120;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 56;
საჰაერო თავდაცვის საშუალება - 27;
თვითმფრინავი - 48 ერთეული;
ვერტმფრენი - 80 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 474;
ხომალდი/კატერი - 3 ერთეული;
საწვავის ავზი - 60
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 7.
მონაცემები ზუსტდება. ოკუპანტის დანაკარგის სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.
გენშტაბი მოსახლეობას მოუწოდებს ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ წყაროებს, არ აყვეს პანიკას და გააგრძელოს მტრისთვის მედგარი წინააღმდეგობა.