რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ქართული მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ლისაბონის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაადასტურა ის, რომ მას ნატოს რიგებში საქართველოს მიღება სურს.
"სინამდვილეში ლისაბონის სამიტზე არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით, წინად ჩატარებულ ბუქარესტის სამიტისგან განსხვავებით. მეტიც, ნატოს წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებთანაც მე ურთიერთობის საშუალება მომეცა, გულწრფელად აღიარებდნენ, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების კატეგორიულობა დიდი შეცდომა იყო და ახლა არჩეული უნდა იყოს გზა ამ შეცდომის მინიმიზაციისათვის", _ აცხადებს კოსაჩოვი.
კოსაჩოვი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ლისაბონში არავითარი დამატებითი დარწმუნება არ მიუღია ნატოს წევრობასთან დაკავშირებით და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ნატოს შემდეგ სამიტებზეც ვერ მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ თეზისის წინ წამოწევა პრაქტიკულად გამორიცხავს თბილისსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას.