ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია რუსი ოკუპანტების მხრიდან "სიჩუმის რეჟიმის" დაღვევის გამო გადაიდო. რუსეთის ძალები ქალაქისა და მისი შემოგარენის დაბომბვას აგრძელებენ, რის გამოც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა ვერ ხერხდება.
"რუსეთის მხარე არ იცავს სიჩუმის რეჟიმს და აგრძლებს მარიუპოლისა და მისი შემოგარენის დაბომბვას. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო", - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მოქალაქეებს სთხოვენ დაიშალონ და თავშესაფრებს მიაშურონ. დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ უახლოეს ხანებში გავრცელდება.
მარიუპოლი რამდენიმე დღეა ბლოკირებულია რუსული ძალების მიერ.
კრემლის საოკუპაციო ძალებისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ის შეძლებს, უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონეცკის "რესპუბლიკას" შორის.