საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამჯერად მოლდოვაში იმყოფება.
ქვეყნის პირველი პირი მოლდოვაში სტრასბურგიდან წუხელ გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ საკაშვილისა და მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, მიხაი გიმპუს პირისპირ შეხვედრა.
გარდა ამისა, სააკაშვილი საქართველოს მთავრობის დახმარებით სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე სოფელ ობილენსაც მოინახულებს.
არ არის გამორიცხული, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას პრემიერმაც მიიღოს.
როგორც ცნობილია, მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიხაი გიმპუ საქართველოს მიმდინარე წლის 15 აგვისტოს სტუმრობდა, რომლის დროსაც მან პრეზიდენტი სააკაშვილი მოლდოვაში პირადად მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მოლდოვაში სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დაისვენა.
ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის ერთი სოფლის მშენებლობა დაიწყო.