საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელ ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს "ასეთივე" რიტორიკით 2008 წლის აგვისტოში რომ ესაუბრა, ომი არ მოხდებოდა.
ამის შესახებ ლალიაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გუშინდელ გამოსვლაზე კომენტირებისას განუცხადა.
"მას რომ ასეთი რიტორიკით ესაუბრა ბევრად ადრე, იმ შედეგებს არ მივიღებდით, რაც 2008 წლის აგვისტოს ახლდა. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომაც, მიმაჩნია, რომ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო სიტუაციასთან ძალიან ადექვატური", - განმარტა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სამშვიდობო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც რუსეთთან დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს. სააკაშვილმა შესაბამისი კლიმატის შესაქმნელად ევროპელ ლიდერებს დახმარებაც კი სთხოვა.