საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება.
შეხვედრაზე მხარეები გადაწყვეტილების მიღების წესს დაამტკიცებენ.
გარდა ამისა, ისინი შეიმუშავებენ განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელთა განხილვასაც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
შეხვედრა ამჯერადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. მხარეებს შორის დღეს უკვე კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართება.