დღეს, 24 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდება.
პარლამენტი განიხილავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის ინიციატივას კომიტეტისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ.
აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე 22 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა დააყენა.
წიკლაურის თქმით, კავკასიელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს უნდა აისახოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზედაც.
"შემოვდივართ ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სახელში ცვლილება შევიდეს და მას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ეწოდოს", - აღნიშნა წიკლაურმა.