საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ამ გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაასტურა, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში უპირველესი თემაა.
"საქართველოს გარიყვის მეთოდები ნამდვილად არ გამოვიდა. საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში უპირველესი თემაა. ამის დასტურია პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში. პოლონეთში მიღებული იქნა რეზოლუცია, სადაც მრავალჯერაა ნახსენები სიტყვა ოკუპაცია, რუსის ჯარი კი ოკუპანტებად არის გამოყვანილი. შემდეგ იყო პრეზიდენტის შეხვედრა ბაროსოსთან, სადაც იგივე განმეორდა. შემდეგ იყო შეხვედრა საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის შესახებ. მსოფლიოში საქართველო უპირველესი თემაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო განვითარებასა და საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმაურა.