ხვალ, 24 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე 10:30 საათზე ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვაშაძის უწყება რამდენიმე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, თუმცა რა თემაზე გაკეთდება განცხადებები, არ აკონკრეტებენ.