უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქართველ მოხალისეებს უკრაინაში გაფრენის ნებართვა მისცეს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia" თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - წერს დენის შმიგალი ქართულ ენაზე.
შეგახსენებთ, ქართველი მოხალისეებისთვის გამოგზავნილ უკრაინულ ჩარტერს, თბილისში დაფრენის საშუალება არ მისცეს.