საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩეს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.
"პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.
უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს", - წერს ზურაბიშვილი.