მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ამ ომის შემჩერებეული უკრაინაში არავინ არის" და არც დასავლეთის სანქციებია ეფექტური.