საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს ომისა და ნგრევის წინააღმდეგ ერთობლივი გეგმის შემუშავებას სთავაზობს.
როგორც დღეს სააკაშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კავკასიის რეგიონს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი აქვს გამოვლილი.
"ჩვენს რეგიონს ჰქონდა თავისი ვარშავა და ახლა დროა, ომის და ნგრევის ერთობლივი უარყოფა შევიმუშაოთ. დროა ვთქვათ, რომ აღარასდროს აღარ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო, რეგიონის დედაქალქი 400 ათასი მოსახლით, რომელიც დღეს სრულიად აღგვილია პირისაგან მიწისა, დროა ვთქვა, რომ აღარასდროს აღარ უნდა დავინახოთ ხალხი, რომლებიც ეროვნებისა და წარმომავლობის გამო გამოყრილია სახლებიდან, როგორც ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამის შესახებ მოსაზრება ევროპამ უნდა დაფიქსიროს და სიმართლ თქვას.
"ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.