პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, ძველი დრო დასრულდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს დანაწევრება საბჭოთა კავშირის არც ერთმა ყოფილმა რესპუბლიკამ არ აღიარა.
"მოსკოვისგან დიდი წნეხისა და მრავლობითი საფრთხის მიუხედავად, არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა საქართველოს დანაწევრება. ზოგიერთების განცვიფრებისა და სიბრაზის მიუხედავად, ეს აჩვენებს, რომ ძველი დრო დასრულდა. ეს აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ტყვე სახელმწიფოები გახდნენ ძლიერნი და საკუთარ პოლიტიკას თავად განსაზღვრავენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული იმაზედაც მიუთითებს, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას არც ერთი მათგანი არ აპირებს.
"ჩვენმა რეგიონმა არჩევანი უკვე გააკეთა. ომი მის შესაჩერებლად დაიწყო, მაგრამ ტანკებს ისტორიის შეცვლა არ შეუძლიათ და დროა, ამ იმპერიალიზმის გრძელი და მტკივნეული პერიოდი მშვიდობიანად დასრულდეს", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სესიაზე გამოსვლისას.