პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტს მოუწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენადა აღიაროს. ამის შესახებ სააკაშვილმა ევროპარლამენტში დღეს სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"საერთაშიორისო თანამეგობრობამ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ნათელი უნდა გახადოს, რომ დღეს ვითარება მთლიანად მოუწესრიგებელი და არამდგრადია. იმისთვის რომ უბიძგოს მათ კომპრომისზე წასვლისკენ აუცილებელია მკაფიო განცხადების გაკეთება არსებული მდომაროების შესახებ. ამიტომ გთხოვთ საქართველოს საერთაშორისო საზღვრების შიგნით რუსეთის სამხეროს წარმონაქმნების კვალიფიკაცი მოხდეს, როგორც სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. ევროპის მრვალმა ქვეყანამ, ასევე აშშ-მა ეს უკვე გააკეთა. ასევე უნდა მოხდეს იმ სასტიკი სამხედრო კამპანიების კვალიფიკაცია, როგორიც ეთნიკური წმენდის უკანონო ფაქტებია, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ასი ათასამდე საქართველოს მოქალქე", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, თუ ეთნიკურ წმენდის გამოცხადების საკითხში ქართული მხარე წარმატებას ვერ მიღწევს, მაშინ ოკუპანტები არასდროს არ ჩათვლიან ხალხის საკუთარ სახლებში და სოფლებში დაბრუნების აუცილებლობას.
"ახლა რაც განვაცხადე არ ექნება გავლენა, თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები არ იტყვიან სიმართლეს, თუ თქვენ არ იტყვით სიმართლეს. ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული. ჩვენს რეგიონს ძალზე ბერი ომი გამოუვლია ისტორიაში. ჩვენს რეგიონს ჰქონდა საკუთარი ვარშავა და ახლა დროა, ომის და ნგრევების ერთობლივი უარყოფა შევიმუშაოთ. დროა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარასდროს აღარ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო, რეგიონის დედაქალქი 400 ათასი მოსახლით, რომელიც დღეს სულიად აღგვილია პირისაგან მიწიას, დროა ვთქვა, რომ აღარასდროს აღარ უნდა დავინახოთ ხალხი, რომლებიც ეროვნებისა და წამოამავლობის გამო გამოგდებულია სახლებიდან, როგორც ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.