რუსული არმია უკრაინელების იმაზე უფრო ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა, ვიდრე ელოდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. გარკვეული ნიშნები "მიუთითებს რუსული მხარის მზარდ გაღიზიანებაზე იმის გამო, რომ 24 საათის განმავლობაში ვერ შეძლეს წინ წაწევა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ უკრაინის რაიონებში", - განაცხადა მან.
პენტაგონში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია უპირატესობას ჰაერში, უკრაინის თავდაცვის საჰაერო საშუალებები, მათ შორის ავიაცია მოქმედებას აგრძელებენ, ბლოკავენ რუსული საჰაერო ხომალდების წვდომას ქვეყნის სხადასხვა რაიონში.
უწყების წარმომადგენლისვე შეფასებით, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ძალების 50 პროცენტი, რომელიც უკრაინის საზღვართან ბოლო თვეების განმავლობაში იყო მობილიზებული.
მისი თქმით, ბრიფინგის მომენტისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო წარმატებით გადაადგილდებოდნენ სამხრეთის მიმართულებით, ანექსირებული ყირიმისა და შავი ზღვის მხრიდან, ვიდრე ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით.
პენტაგონის მონაცემებით, ოკუპანტებს უკრაინის არმიამ ყველაზე სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ჩრდილოეთით. "სასტიკი ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება ხარკოვში და მის შემოგარენში, ასევე კიევიდან ჩრდილოეთით", - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.