"მზად ვარ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ვიმუშაო, რომ ომის შედეგები შემობრუნდეს და მშვიდობისთვის სათანადო პირობები დამყარდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში ეთნიკურ წმენდასა და მხოლოდ წარმომავლობის და ეროვნების გამო ქართველი ხალხის რუსეთიდან დეპორტაციას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.
გარდა ამისა, საქართველოს პირველი პირის განმარტებით, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება - ეს ერთადერთი ამბიციაა, რომელსაც ის არასდროს დათმობს.
"კედლები, რომლებიც საქართველოს აქვს ბომბებით არ ჩამოიშლება, ის შეიძლება მოანგრიოს მხოლოდ მოქალაქეთა თავდადებამ საერთაშორისო სამართლის შესასრულებლად. ეს არის ის ამბიცია, რომელსაც ჩვენ არასოდეს დავთმობთ - გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა მშვიდობაინი გზით", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.