პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ალყაშემორტყმული ქვეყნის როლი არასდროს უთამაშია.
"როცა ტანკები და რაკეტები შენი დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით დგანან, მთავრობები, როგორც წესი ალყაშემორტყმული ქვეყნის როლს თამაშობენ. აცხადებენ, რომ თავისუფლება ის ფუფუნებაა, რომლის უზრუნველყოფაც არ შეუძლიათ და იწყებენ ოპოზიციის ჩახშობას და საზოგადოების დახურვას. ჩვენ ზუსტად ამის საწინააღმდეგო გავაკეთეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის სესიაზე გამოსვლისას.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, "რკინის ფარდის წინ, რომელიც ოკუპანტებმა აფხაზეთში ააშენეს, საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული ზონის მშენებლობა დაიწყო.
"დაბა ანაკლიაში ახალ ტურისტულ ზონას ვაშენებთ. ზოგი გვეუბნება, რომ გავჩერდეთ, სანამ სიტუაიცა არ დაწყნარდება, მაგრამ ჩვენი ფილოსოფია სხვანაირია: ჩვენ ვაშენებთ არა იმიტომ, რომ ნიადაგი მყარია, არამედ იმიტომ, რომ მათი აშენებით გავამყარებთ ნიადაგს", - განმარტა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და "რუსეთის უარი კი, არც ერთხელ არ გამოგვიიყენებია ჩივილის საბაბად".
"ამ ძალებს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 %, რაც წარმოადგენს 12 აგვისოს ცეცლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას, რომელიც ჩემი კეთილი მეგობის, ნიკოლა სარკოზის ძალისხმევით დაიდო. საქართველო ჯერ კიდევ ითვლის 500 ათას იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სახლებში მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ ძველი იმპერიალისტური მენტალიტეტით აღჭურვილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს 21-ე საუკუნეს ეთნიკური წმენდის კამპანიის ორგანიზებით და ჩვენს ქვეყანაში ბერლინის კედლის აშენებით შეხვედროდნენ. როგორი რეაგირება გვქონდა ჩვენ ამაზე? ჩვენ სრულად შევასრულეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რუსეთის უარი ამის თაობაზე არც ერთხელ არ გამოგვიყენებია ჩივილის საბაბად", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
"ჩვენ, ახლა ყველაზე მეტად გვინდა ვაკეთოთ მეტი და მეტი და რეფორმების გზა, როგორც არასდროს, გავაგრძელოთ", - დასძინა სააკაშვილმა.