დღეს ცალმხრივი ინიციატივით გამოვდივართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ესმის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. "მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენებით, ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ ყველაფერს რასაც მივაღწიეთ და ყველაფერის, რის მიღწევაც მომავალ წლებში გვინდა".
"ამრიგად აქ მოვედი, რომ ჩვენი პოლიტიკაში ახალი ეტაპი გამოვაცხადო. აქ ვარ რომ ავიღო ინიციატივა რომელიც თქვენი დახმარებით განმუხტავს დაძაბულობასა და საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები. აქ მოსვლამდე ბევრი ვიფიქრე და ასევე კონსულტაციები გავიარეთ ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან საქართველოს მთავრობა თავს ვალდებულად მიიჩნეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას და ყოველთვის ესმოდა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება კრძლავს ძალის გამოუყენებლობას, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად იღწვის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად, დღეს ცალმხრივი ინიციატივით გამოვდივართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებს მისი დეოკუპაციის განსახორცილებლად, მაშინაც კი თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ძალების გაყვანაზე. "მაშინაც კი თუ მისი საოკუპაციო ძალები გაორმაგებენ ადამიანის უფლების დარღვევას. დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას შემოჭრის შემთხვევაში საქართველოს ტერირორიის იმ 80%-ზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს".