რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა თავისი დელეგაცია მინსკში გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.
"როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, იმსჯელონ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე. თავიდან პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ეს თავის მხრივ არ წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ კომპონენტს", - განაცხადა პესკოვმა.
"ამ კონტექსტში ზელენსკის წინადადების პასუხად პუტინი მზად არის გაგზავნოს მინსკში რუსეთის დელეგაცია თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე უკრაინის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად", - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან "უმაღლეს დონეზე" მოლაპარაკებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.