უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპრაკებების მაგიდასთან,
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა, მოდით, დავსხდეთ მოლაპრაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების დახოცვა", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, როგორც კი უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან.