საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაიწყო. სააკაშვილს ტრიბუნა რამდენიმე წუთის წინ დაუთმეს.
ქვეყნის პირველი პირი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპარლამენტის შენობაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ მივიდა. სიტყვით გამოსვლამდე ის ორგანიზაციის პრეზიდენტს იეჟი ბუზეკს შეხვდა.
ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მოგვიანებით გაიმართება მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.
მიხეილ სააკაშვილს გამოსვლისთვის 25 წუთი ექნება. ის ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოდის.