ლიეტუვის ექსპრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დასავლეთს მოუწოდა გადამწყვეტი სამხედრო მოქმედებებისკენ. მისი თქმით, სანქციები პუტინს ვერ გააჩერებს.
„იზოლაციის შესახებ მუქარები და სანქციები აგრესორებს ვერ აჩერებენ. სანქციები მხოლოდ მოგვიანებით. სამხედრო დამნაშავის გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის ველზე. ამიტომ საკმარისია ჰაერში ცარიელი ლაპარაკი, მიიღეთ გადამწყვეტი ზომები“, - წერს გრიბაუსკაიტე სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან, რათა დაამტკიცონ უმწვავესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინელი სამხედროები მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.