ახლა ზელანდიას შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრნენ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში, რომლიც საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართვას ეხება.
"შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე ურთიერთობათა გააქტიურების პერსპექტივები. აღნიშნულ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმთა მინისტრის 2011 წელს ახალ ზელანდიაში ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობაზე, ასევე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის საკითხზე", - ნათქვამია საგრეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, ქართულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ახალი ზელანდიის მხარემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ არჩევნებში ახალი ზელანდიის კანდიდატურების მხარდაჭერის საკითხში.
შეგახსენებთ, რომ აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, 20-23 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ქალაქ ველინგტონში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ახალი ზელანდიის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.