ხვალ, 24 ნოემბერს, "ქართული პარტიის" დამფუძნებული ყრილობა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული პარტიიდან" აცნობეს, ყრილობა ფილარმონიის შენობაში ჩატარდება და მასზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ასევე მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას და ხალხისადმი მიმართვას.
ყრილობის მუშობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა კუთხიდან, სავარაუდოდ, 3 ათასამდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტები.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტია" ხუთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის, - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძის და ეროსი კიწმარიშვილის გაერთიანებით შეიქმნა.