საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიაციატივას რუსეთისთვის "ხელის გაწვდის" შესახებ მოსკოვში სკეპტიკურად უყურებენ.
ამის შესახებ "ინტერფაქსს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი არ აქვთ.
ამასთან, ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური შეთავაზება მოლპარეკების დაწყების შესახებ ქართული მხრიდან მოსკოვში არ მიუღიათ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთისთვის "ფიგაროსთვის" მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთისთთან მოლაპარაკება ნებისმიერ დონეზე წინაპირობების გარეშე დაიწყოს.