მოლდოვას ექს-პრეზიდენტმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ვორონინმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ყოფილმა პრეზიდენტმა განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილს ხუთშაბათს საღამოს ჩამთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ მე უარი ვთქვი. ეს არ არის დემარში საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. პირიქით, ჩვენი პარტია ყურადღებით ექცევა ყველაფერს, რაც ხალხს, ქვეყნებს და კულტურებს აერთიენებს. ეს არ არის ცარიელი სიტყვები", - აღნიშნა ვორონინმა.
ამასთან, ვორონინის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან მისი შეხვედრაზე უარის თქმა უკავშირდება იმას, რომ "უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ქართული რეჟიმმა სერიოზული დეფორმაცია განიცადა".
"რისთვის ჩამოდის საკაშვილი მოლდოვაში? მმართველი ალიანსის ფილატას, ლუპუ და გიმპუს მხარდასაჭერად? მოკლას მათი იდეები საბოლოოდ კანონზე, დემოკრატიაზე და კონსტიტუციაზე? როგორც ეს თავად სააკაშვილმა გააკეთა მეორედ არჩევის დროს? ან იქნება აპირებს სააკაშვილი საკუთარი გამოცდილების გაზიარებას კონფლიქტებთან დაკავშირებით? ან იქნებ თავის ჩამოსვლით სურს ხელი შეუწყოს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების ნგრევას, რომლებმაც მოლდოვას თავისუფლებას თავი შეწირეს?", - აღნიშნა მოლდოვის ექს-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მოლდოვას ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის და მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, მიხაი გიმპუს პირისპირ შეხვედრა, ასევე სააკაშვილი საქართველოს მთავრობის დახმარებით სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე სოფელ ობილენს მოინახულებს.