ეს არ არის ომი უკრაინაში, არამედ ეს არის ომი ევროპაში. მე ამის შესახებ ვისაუბრე სამიტებსა და ფორუმებზე 2019, 2020 და 2020 წლებში. საბოლოოდ მომისმენს მსოფლიო 2022 წელს? ეს უკვე აღარ არის ჰიპოთეზა, მაგრამ არც აქსიომა. რატომ? იმიტომ, რომ საჭიროა მტკიცებულება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვები Twitter-ზე ან განცხადებები მედიაში, - განაცხადა 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"საჭიროა მოქმედება. მსოფლიოს სჭირდება თქვენი მოქმედება და არა - უკრაინას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას. პარტნიორების მხარდაჭერით თუ მათ გარეშე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, შემოგვთავაზებთ ასობით თანამედროვე შეიარაღებას, თუ ხუთი ათას ჩაფხუტს – თანაბრად ვაფასებთ ნებისმიერ მხარდაჭერას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულება უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ თქვენგან უნდა ვითხოვდეთ, არც თქვენი კეთილი ჟესტია, რასაც თავი უნდა დავუხაროთ. ეს არის თქვენი წვლილი ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. უკრაინა 8 წელია ფარია და 8 წელი ზღუდავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას, რომელიც ჩვენს საზღვრებთან დგას და არა - ევროკავშირის. ტყვიების სეტყვა ევროპის ქალაქებში კი არა, მარიუპოლში იყო. თითქმის ექვს თვეში ბრძოლის შემდეგ დონეცკის აეროპორტი განადგურდა და არა ფრანკფურტის... არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, რამდენი სამხედრო დაკრძალვებია ყოველდღე ჩვენს ყველა რეგიონში. და არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის - რა არის რეგულარული შეხვედრები დაღუპულთა ოჯახებთან", - თქვა ზელენსკიმ.