როგორ მოხდა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში კიდევ ერთი ომია და ხალხი იღუპება? რატომ გრძელდება ის მეორე მსოფლიო ომზე მეტ ხანს? როგორ მივაღწიეთ უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ცივი ომის შემდეგ? - ამ კითხვებით მიმართა 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემთვის, იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელმაც დაკარგა ტერიტორიის ნაწილი, ათასობით ადამიანი და რომლის საზღვრებთან ახლა დგას 150 ათასი რუსული ჯარი, ტექნიკა და მძიმე იარაღი, პასუხი აშკარაა. მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მყიფეა. განახლება სჭირდება. წესები, რომლებზეც მსოფლიო შეთანხმდა ათწლეულების წინ, აღარ მუშაობს. ისინი არ ემორჩილებიან ახალ საფრთხეებს. არაეფექტურია მათ დასაძლევად. ეს შეიძლება შევადაროთ ხველების სიროფს, როდესაც საჭიროა კორონავირუსის ვაქცინა. უსაფრთხოების სისტემა ნელია. გლობალურ დონეზე სახელმწიფოების ეგოიზმის, თავდაჯერებულობის, უპასუხისმგებლობის გამო, ზოგიერთის დანაშაულისა და ზოგიერთის გულგრილობით. გულგრილობა, რომელიც თანამონაწილეს ხდის. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვსაუბრობ ამაზე. თხუთმეტი წლის წინ, სწორედ აქ გამოაცხადა რუსეთმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის განზრახვა. რა თქვა მსოფლიომ? შერიგება. შედეგი? ყოველ შემთხვევაში - ყირიმის ანექსია და აგრესია ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ", - თქვა ზელენსკიმ.