საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტრიბუნებზე წელგამართული მხოლოდ მაშინ იდგება, როცა ქართველი ხალხის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს.
"ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპა იმისთვის, რომ ის პრინციპები, რომლებიც უკვე დეკლარირებული და გაჟღერებულია, რეალურად განხორციელდეს, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტრიბუნებზე წელგამართული იდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა, პირველ რიგში კი, საკუთარი ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებს (დემოკარტიული ინსტიტუტების გაძლიერება, წარმატებული რეფორმები და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა) შეასრულებს," - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის დღეს დაგეგმილ გამოსვლაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით, დაახლოებით 15:00 საათისთვის დაიწყება.