საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 822-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 288 პირს დაუდასტურდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 14 405 შემთხვევა გამოვლინდა, 24 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.