საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას ესტუმრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში სტრასბურგიდან, სავარაუდოდ, დღეს გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილისა და მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, მიხაი გიმპუს პირისპირ შეხვედრა.
სააკაშვილი საქართველოს მთავრობის დახმარებით სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე სოფელ ობილენს მოინახულებს.
როგორც ცნობილია, მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიხაი გიმპუ საქართველოს მიმდინარე წლის 15 აგვისტოს სტუმრობდა, რომლის დროსაც მან პრეზიდენტი სააკაშვილი მოლდოვაში პირადად მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მოლდოვაში სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დაისვენა.
ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის ერთი სოფლის მშენებლობა დაიწყო.