საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის ან/და ავტორობით გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე განთავსებული უნდა იყოს წარწერა - "საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია დაახლებით 400 ათასი და დაღუპულია 30 ათასი ადამიანი".
აღნიშნულ კანანპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.