უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისა და უკრაინის ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.
ფოტო: არქივი