საქართველოს, როგორც კი ნატოს მოთხოვნებს დააკამაყოფილებს, ალიანსში მივიწვევთ.
ამის შესახებ ლისაბონის ნატოს სამიტის შეფასებისას ვაშინგტონში, აშშ-ის ელჩმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ივო დაალდერმა განაცხადა.
"საქართველომ გარკვევით თქვა, რომ სურს გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია და გვაქვს სხვადასხვა აქტივობები ამის მისაღწევად. ასევე, ნატომ ხელახლა დაადასტურა ის ფუნდამეტური გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტში მიიღო. როგორც კი საქართველო შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მას ნატოში მივიწვევთ", - აღნიშა აშშ-ის ელჩმა ნატოში.
ამასთან, დაალდერი უკრაინის პოზიციას, ნატოში შესვალასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა და აღნიშნა:
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ამ დროისთვის გადაწყვიტა, რომ არ სურს ბლოკის წვრი გახდეს, ნატომ თავის კომუნიკეში გარკვევით განაცხადა ორი რამ, პირველი, ალიანსი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მეორე, ნატოს კარი ღია რჩება".
მისივე თქმით, თუ უკრაინა გადაწყვეტს ნატოს წევრობაზე განცხადების გაკეთებას, მას შეუძლია ნატოს შეუერთდეს.