შალვა მერჩის, მწყევლის, მლანძღავს, - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილზე. ირაკლი ზარქუა ამბობს, ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა.
„რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, შალვა მერჩის, მწყევლის, მლანძღავს და ამას მისგან ლოცვად ვიღებ, მაგრამ თემა მარტივია – პარლამენტში რომ შემოდიოდა, კარგი იყო და ვინც ფანჩატურიდან პარლამენტში ვერ მოხვდა, ახლა ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. გუშინ ამბობდა, შევალთ და ჩამოვაქცევთო, რომ არ შემოვიდა, ახლა გამოდითო და პარლამენტმა აზრი დაკარგაო. ოპოზიცია ასეთი ღირებულების რომ არის, ამიტომ ყოველთვის ოპოზიციაში იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.