ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის. ამის შესახებ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, რუსეთის "უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ" საფრთხეს უქმნის "მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში".
"ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის პირობა", - განაცხადა მიშელმა.
"არჩევანი უნდა გაკეთდეს ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვას და პოლიტიკური ჩართულობის, დიპლომატიური მოლარაკების გამბედაობას შორის", - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთ გადაწყვეტს, რომ დიპლომატიას შანსი მისცემს.
ისი თქმით, მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, რომ სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილებისკენ გაჰყავს, რუსული ჯარების რაოდენობა უკრაინის საზღვართან აგრძელებს "მატებას და მატებას".