კრემლში რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეხვედრა უკვე ორი საათია გრძელდება.
ოლაფ შოლცი მოსკოვში დღეს დილით ჩაფრინდა იმ იმედით, რომ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტაში საკუთარ წვლილს შეიტანს. მანამდე გერმანიის კანცლერი უკრაინას სტუმრობდა.
ეს არის შოლცის პირველი შეხვედრა პუტინთან მას შემდეგ, რაც იგი გერმანიის ახალი მთავრობას ჩაუდგა სათავეში, 2021 წლის ბოლოს.
პუტინთან შეხვედრის დასაწყისში შოლცმა განაცხადა, რომ მოხარულია კონფლიქტის მოსაგვარებლად პუტინთან პირადი შეხვედრის შესაძლებლობით. მან ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დიალოგის გზით მოგვარების მნიშვნელობას.
ამავრდოულად, კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე განიხილავენ ორმხრივ და საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის რუსეთის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებს.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამოქმედება იქნება.
რუსული სააგენტო "რიას" ინფორმაციით, ლიდერებმა ჯერ ოვალურ მაგიდასთან იმსჯელეს, მოგვიანებით კი მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გააგრძელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.