რუსეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა რუსული მხარის შეთავაზებაზე, პუტინთან შეხვედრამდე, PCR ტესტი რუს ექიმებს გაეკეთებინათ. იუწყება „დოიჩე ველე“.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა არჩია, PCR ტესტი მოსკოვში გერმანიის საელჩოში, გერმანელ ექიმს გაეკეთებინა.
გავრცელებული ცნობით, გერმანულმა მხარემ კანცლერის ტესტირებაზე დასასწრებად რუსეთის ჯანდაცვის მესვეურებიც მიიწვია.
როგორც იუწყებიან, ტესტირებისთვის საჭირო მთელი ნაკრები გერმანიიდან ჩაიტანეს.
კანცლერის უარს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, თუმცა პუტინთან შეხვედრისას სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც უარი თქვა რუსი ექიმების მიერ PCR ტესტირებაზე.
ოლაფ შოლცი მოსკოვში დღეს დილით ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ პუტინთა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობა იქნება. მოსკოვში ვიზიტამდე კანცლერი უკრაინაშ იმყოფებოდა.