საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს.
„როგორც ჩვენ ვხედავთ, რეალურად, ეს არის პარტია, რომელსაც ვეღარ ვუწოდებთ „გახარია საქართველოსთვის“, ეს არის „გახარია ნაცებისთვის“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ეს დესტრუქციულად ქცეული პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს. რეალურად, მათთვის რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, დღეს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს.