კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის განცხადებით, უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, კიევში კანადის საელჩო დროებით შეაჩერებს მუშაობას და საქმიანობას ლვოვიდან გააგრძელებს.
"უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრით გამოწვეული უსაფრთხოების მდგომარეობისა და შემდგომი გაუარესების გათვალისწინებით, საელჩო კიევში მუშაობას შეაჩერებს და საქმიანობას დროებით ლვოვის ოფისიდან გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მელანი ჟოლის თქმით, უკრაინაში კანადის ყოფნა და აქტიური მონაწილეობა გაგრძელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსულო მომსახურების გაწევა შესაძლოა სულ უფრო და უფრო შეზღუდული გახდეს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინაში მყოფ კანადის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონო ქვეყანა.
"კიევში კანადის საელჩო მუშაობას განაახლებს, როგორც კი უკრაინაში არსებული უსაფრთხოების ვითარება სერვისების სათანადო მიწოდებისა და პერსონალის უსაფთხოების უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს", - ნათქვამია განცხადებაში.
კანადის მსგავსად, კიევში თავისი საელჩოს საქმიანობა დროებით შეაჩერა ავსტრალის ხელისუფლება.
ბოლო დღეების განმავლობაში, 20-ზე მეტმა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან ან დატოვონ მისი ტერიტორია რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამო.
თავიან მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ფინეთმა, მონტენეგრომ, ესტონეთმა, იაპონიამ, იტალიან, რუმინეთმა, სამხრეთ კორეამ და ა.შ.