პარტია "თავისუფლების" ლიდერს, პარლამენტარ კონსტანტინე გამსახურდიას, განათლების კომიტეტის წევრობა სურს. აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე პარალმენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გაახმაურა.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის თანახმად, გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს, ვიყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი", - ნათქვამია კონსტანტინე გამსახურდიას მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტისა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანლობს.