"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საბჭოს გაფართოებულ პირველ სხდომაზე 25 ნოემბრის აქციაზე განსახილველ დოკუმენტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. კრებას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიები და არასამთოვრობო ორგანიზაციებიც. ძირითად იმ დოკუმენტებზე ვიმსჯელეთ, რომელიც 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე უნდა განვიხილოთ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შორის თანხვედრა იყო აზრთა შორის", - განაცხადა ბურჯანაძემ.
საბჭოს გაფართოებულ სხდომას "სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრების გარდა, "ეროვნული ფორუმი" და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
შეგაგხსენებთ, რომ "სახალხო კრების" ინიციატივით, 25 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.