"ქრისტიან-დემოკრატები" ოპოზიციას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აქტიურობაში მიბაძვას ურჩევენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვეფხვაძემ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ემოცია სააკაშვილის აქტივობამ გამოიწვია.
"მე მაინც მგონია, ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნები არის მხოლოდ ორი თვე, წინა საარჩევნო პერიოდი და დანარჩენი სამი წელი და 8 თვე ფეხიფეხზე გადადებული უნდა იჯდეს და დაისვენოს. ეს ასე არ ხდება, ამიტომ ჯობია ყველამ ერთად მივბაძოთ საკაშვილის აქტივობებში", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშნისთვის აუცილებალია ქვეყნაში პოლიტიკური კრიზისი იყოს, რომლის ნიშნებიც დღეისთვის საქართველოში არ არის, რადგან ეს მუხტი ოპოზიციის ნაწლის ქმედებებმა გაფანტა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტების შეფასებით, არ არის გამორიცხული, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაჩქარებული მიღება ხელისუფლების მხრიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილს უკავშირდებოდეს.