რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის საკითხი პარლამენტში უკვე შევიდა.
აღნიშნული ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც იაკობაშვილი საპარლამენტო კომიტეტების წინაშე მოხსენებთი წარდება.
ექს-მინისტრის კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირას არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მთავრობაში საკადრო ცვლილების განხორციელდა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი უშიშიროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლა.
შეგახსნებთ, რომ თემურ იაკობაშვილი 1967 წლის 3 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1981-1984 წლებში კომაროვის სახელობის ნიჭიერ ახალგაზრდათა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა წარჩინებით დაამთავრა, 1984-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, სამეცნიერო ხარისხი - ფიზიკის მაგისტრი
1995 წელს გაიარა კურსები აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ, აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო, აშშ 1998 წელს დიპლომატიური კურსები პროფესიონალებისთვის პოლიტიკურ-დიპლომატიური კვლევების ცენტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბირმინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი 2002 წელს იელის მსოფლიო მკვლევარების პროგრამა. 2003 წელს გავლილი აქვს ასევე უმაღლესი აღმასრულებელი სემინარი, საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების კოლეჯში, უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრში, 2004 წელს - უსაფრთხოების აღმასრულებელი პროგრამა, კენედის სახელობის მთავრობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ.
2008 წლის იანვრიდან იაკობაშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, 2009 წლის თებერვლიდან - ვიცე-პრემიერმინისტრი. ასევე მუშაობდა 1990 - 2001 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2001 - 2008 წლებში იყო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFშIშ), 2004 წლიდან დღემდე არის თავდაცვის აკადემიისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის კონსორციუმი (ჩონსორტიუმ ოფ დეფენსე აცადემიეს ანდ სეცურიტყ სტუდიეს ინსტიტუტე)- ადგილობრივი წარმომადგენელი, 2001 წლიდან დღემდე - საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) -გამგეობის წევრი.