"ნატო არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის პროცესი გაგრძელდება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"სარკოზი ამბობს იმას, რომ თუ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, ის არ უნდა იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ნატოს აქვს ასეთი გამოცდილება, რაც უკავშირდება საბრძნეთსა და თურქეთს. მათ კვიპროსში აქვთ კონფლიქტი და მიუხედავად ამისა, ორივე ნატოს წევრები არიან. თუმცა ქართული მხარე იმას არ ითხოვს - რადგან რუსეთთან გვაქვს საომარი მდგომარეობა, ნატომ ხვალვე დაბომბოს მოსკოვი, როგორც ის თავის დროზე ბომბავდა თბილისს", - აღნიშნა ვეფხვაძე.
მისი შეფასებით, ნატოს წევრობის სურვილი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოებას, რადგან დღეს საფრთხეები თავიდან აცილებული არ არის.
"ნატო არის იმის გარანტია, რომ დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ასე წარმოგვიდგენია ალინსის წევრობა და არა ის, რომ ევროპას რუსეთთან ჩვენი ომი თავზე მოვახვიოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მას არ სურს, ალიანსში იმ პრობლემების იმპორტირება მოხდეს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრებს უკავშირდება.