"ეროვნული საბჭო" წარმომადგენლობით სახალხო კრებას ოფიციალურად უერთდება. ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ეროვნული საბჭო" სახალხო კრების მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რათა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთიანობა. ეს გადაწყვეტილება სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ", - განაცხადა ძიძიგურმა.
კრება 25 ნოემბერს პარლამენტის წინ არის დაგეგმილი.