პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, ყველაზე რთულ სამინისტროებს ქალი მინისტრები ხელმძღვანელობენ.
"გამოდის, რომ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ: ეკონომიკის, სასჯელთაღსრულების და ახლა უკვე რეინტეგრაციის უწყებები", - განმარტა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე თემურ იაკობაშვილს უშიშროების საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი ეკა ტყეშელაშვილი ცვლის.